„დინამო თბილისი“ თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და სიდეში, სასტუმრო Kamelya Selin-ში დაბინავდა. გუნდმა საღამოს მსუბუქად ივარჯიშა, დღეს კი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს.

„დინამო“ შეკრებას სიდეში ორ ეტაპად გაივლის და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეკრებაზე ანდრეს კარასკომ 26 ფეხბურთელი წაიყვანა. გიორგი ლომთაძეს და ნიგერიელ სანდეი ჰარუნას სამწვრთნელო შტაბი შეკრებაზე დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

22 წლის ვინგერი გიორგი ლომთაძე „დინამოს“ აკადემიის შემდეგ „სამტრედიას“, გორის „დილას“ და „გაგრას“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება 18 წლის მარცხენა მცველ სანდეი ჰარუნას – ნიგერიული GBS აკადემიის შემდეგ, იგი სლოვაკური „ტრენჩინის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. თბილისელთა ახალწვეული გვატემალელი ოსკარ სანტისი კი 29 იანვარს ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ თბილისურ კლუბს სიდეში შეუერთდება.

ალექსანდრე ფეიქრიშვილი ტრავმას მკურნალობს და შესაძლოა გუნდს შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდეს. რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძეს, მან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, მათე საური.

მცველები: გიორგი მაისურაძე, თემო გოგნაძე, გიორგი გვასალია, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, კიკე ლოპესი, საბა ხარებაშვილი, სანდეი ჰარუნა.

ნახევარმცველები: ნიკა უგრეხელიძე, ლევან ოსიყმაშვილი, ოთარ აფციაური, ნოდარ ლომინაძე, დანიელ რომანოვსკი, გიორგი ლომთაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ცოტნე ბერელიძე, შოთა კვერეჩხილაძე, ოსკარ სანტისი.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი, ვახო სალია.