„დინამო თბილისი“ „რუსთავს“ დაუზავდა - ლორიამ პენალტი მოიგერია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ „რუსთავს“ დაუზავდა - ლორიამ პენალტი მოიგერია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-3 ტური „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ მატჩით დაიწყო, რომელიც, არაერთი რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, 0:0 დასრულდა.

შეხვედრა უხეში არ იყო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი 10-ჯერ გამოიყენა. ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულმა „რუსთავმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა.

58-ე წუთზე „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი ლორიამ ჟან სოუზა დე ალმეიდას დარტყმული ბურთი მოიგერია და „დინამო“ გადაარჩინა. 81-ე წუთზე „დინამოს“ ფორმით გიორგი ზარია გამოჩნდა, რომელიც გუნდს 6 წლის შემდეგ დაუბრუნდა.