„დინამო თბილისი“ მალტაზე გაემგზავრა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ მალტაზე გაემგზავრა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ უეფა-ს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მალტას 21 ფეხბურთის შემადგენლობით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ გუნდს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.

„დინამო თბილისის“ შემადგენლობა:

მეკარეები – გიორგი ლორია, დავით კერესელიძე

მცველები – ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები – ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლაშა ოდიშარია

თავდამსხმელები – უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

​გუნდი „ტა-ქაალის“ ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 24 ივლისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჰამრუნ სპარტანსსა“ და „დინამო თბილისს“ შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.