ფუტსალის კლუბმა „დინამო თბილისმა“ დაარსებიდან პირველივე წელს ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რეგულარული სეზონის დაუმარცხებლად დასრულების შემდეგ, კახა მაისაიას გუნდმა წარმატებული სვლა პლეი ოფში განაგრძო.
ამ ეტაპზე „დინამომ“ „სელერო“ ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად (14:2 და 13:2) დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გუნდის მომდევნო მეტოქე „ჯიპა“ გახლდათ, რომელსაც ასევე დიდი ანგარიშით (8:2 და 4:2) მოუგო და ფინალის საგზურთან ერთად, ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
პლეი ოფის ფინალურ მატჩებში მაისაიას გუნდის „სეუ“-ს ხვდება, რომელმაც რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. წყვილის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა – დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება დინამოელებს დარჩათ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 4:4 დასრულდა, გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ (1:1) გამოავლინა და საბოლოოდ „დინამომ“ მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა – 4:1.
ფუტსალის ლიგა 3-ის პლეი ოფის ფინალი სამ მოგებამდე გაგრძელდება, გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 6 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.