„დინამო თბილისი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუზავდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

„დინამო“ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურებით გამოირჩევა – ამჯერადაც ანდრეს კარასკომ ძირითად შემადგენლობაში 18 წლის დებიუტანტი, ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე ათამაშა, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია.

თბილისელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევების გამწვავება უჭირდათ, ფოთელები კი დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და შედეგის მიღწევას კონტრშეტევებით ცდილობდნენ. რეალური საგოლე შანსი 84-ე წუთზე ბერელიძეს ჰქონდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.

რვა ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ ცხრა ქულა დააგროვა და მისთვის უჩვეულო, მე-7 პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვს ფოთის „კოლხეთს“, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ასწრებს და მე-5 ადგილზეა.