„დინამო თბილისი“ „ბრეშას“ წინააღმდეგ - უგულშემატკივრეთ ჩვენს გუნდს საქართველოს პირველ არხზე | წყალბურთი #1TVSPORT
დღეს, 30 ნოემბერს „დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე შეხვედრას გამართავს.
თბილისელთა მორიგი მეტოქე იტალიური „ბრეშა“ იქნება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო შეხვედრა „დინამომ“ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ბარსელონეტასთან“ დათმო.
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფად იყოფიან. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.
30 ნოემბერი – „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.
„დინამოსა“ და „ბრეშას“ მატჩი დღეს, 18:55 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.