„დინამო თბილისი“ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის უძლიერეს კლუბებთან ითამაშებს
„დინამო თბილისი“ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის უძლიერეს კლუბებთან ითამაშებს

ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. მომავალი სეზონიდან, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ წყალბურთის ტურნირში 16-ის ნაცვლად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საუკეთესო კლუბი „დინამო თბილისი“ იმ გუნდებს შორის მოხვდა , რომლებმაც ჩემპიონატის ორგანიზატორებისგან „ველური ბარათი“ მიიღეს. „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უძლიერესი კლუბები : „ფერენცვაროში“, „პრო რეკო“, „ბარსელონეტა“, „ვასპო-ჰანოვერი“, „იადრან ჰერცეგ ნოვი“, „დუბროვნიკი“, „მარსელი“, „ოლიმპიაკოსი“ და „სპანდაუ 04 ბერლინი“ მიიღებენ მონაწილეობას. კიდევ ორი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი ფლეი ოფში იბრძოლებს. „ლენ“-ის გადაწყვეტილებით, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად 2020 წლის 11-12 ნოემბერი დასახელდა. ფინალურ სერიას კი, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს ჰანოვერი 2021 წლის 4-6 ივნისს უმასპინძლებს. ინფორმაცია ახალი სეზონის შესახებ ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ერთ – ერთმა მაღალჩინოსანმა, ოპერაციების მენეჯერმა – მარკო ბირიმ დაადასტურა.