„დინამო“ შავი მაისურით იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებს
„დინამო“ შავი მაისურით იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებს

2020 წელს, საქართველოს სუპერთასი „მიხეილ მესხი 2“-ზე გათამაშდება. ერთმანეთს ტიტულისთვის საქართველოს ჩემპიონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელს შეხვდება.

ჩემპიონ „დინამო თბილისისა“ და თასის მფლობელ „საბურთალოს“ შეხვედრა 23 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ამ მატჩისთვის მშვენიერი ნაბიჯით ემზადება. თბილისელები, რომელთა ფორმის ტრადიციული ფერი ლურჯი და თეთრია, 23 თებერვალს მოედანზე უჩვეულო ფერებში გამოეწყობა – „დინამო“ შავი ფერის მაოსირებით ითამაშებს.

ამით დინამოელები 99 წლის წინ, 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად გარდაცვლილი ქართველი იუნკერების ხსოვნას პატივს მიაგებს – „დინამოს“ მაისურზე მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ექნებათ ამოტვიფრული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი იუნკერი, შალვა ერისთავი ფეხბურთელი და პირველი ქართული საფეხბურთო კლუბის, „შევარდენი 1906“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ.

დატოვე კომენტარი