გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაძლოა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისთან” გააფორმოს კონტრაქტი.
საქართველოს პირველი არხი სამწვრთნელო ცვლილაბზე კომენტარისთვის თბილისის „დინამოს“ დაუკავშირდა, სადაც ჩხეტიანის მიმართ მოლაპარაკება დაადასტურეს, მაგრამ არც ის დამალეს, რომ კლუბი მოლაპარაკებას ესპანელ მწვრთნელთანაც აწარმოებს.
„სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელ მწვრთნელებს თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტები დაუსრულდათ, თუმცა მათთან კლუბი მოლაპარაკებას ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე აწარმოებს. ამის პარალელურად, კლუბს მოლაპარაკება სხვა მწვრთნელებთანაც დაწყებულია. ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად კახა ჩხეტიანია“ – აცხადებენ საქართველოს პირველი არხთან თბილისის „დინამოში“.
ჩისკო მუნიოსისა და ოფიციალური მთავარი მწვრთნელის, ფელის ვისენტეს ხელმძღვანელობით, ეროვნული ლიგა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობით დაასარულა და ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.
რაც შეეხება კახა ჩხეტიანს – 41 წლის სპეციალისტი ბოლო წლბის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელია. ქუთაისის „ტორპედოს“ ბოლოდროინდელი წარმატებები მის სახელს უკავშირდება. 2016 წლიდან მოყოლებული ყველაზე ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა სამი მთავარი ქართული ტიტული მოიგო – ჩემპიონობა (2017), ორჯერ საქართველოს თასი (2016, 2018) და ორჯერ სუპერთასი (2018, 2019), 2018 წელს კი გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გაიყვანა.