„დინამო“ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
„დინამო“ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

„დინამო თბილისი“ თურქეთის ქალაქ ბელეკში მეორე შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.

დაანონსებული იყო, რომ თბილისელები ტესტმატჩებს 13 თებერვლიდან გამართავდნენ, მაგრამ მეტოქეები ცნობილი არ იყო.

ახლახანს „დინამოს“ პრესსამსახურმა საკონტროლო მატჩების განრიგი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ბელეკში გუნდი ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

13 თებერვალს „დინამოს“ გუნდის მეტოქე რუსული ნიჟნეკამსკის „ნეფთეხიმიკი“ იქნება, რომელიც პროფესიული ფეხბურთის ლიგაში გამოდის.

17 თებერვალს კახა კაჭარავას გაწვრთნილები ბელარუსებს, სოლიგორსკის “შახტიორს” დაუპირისპირდებიან. 22 თებერვალს „დინამო თბილისი“ ყაზახეთის გუნდს, ყარაგანდის “შახტიორს” შეხვდება, რომელმაც ორიოდე დღის წინ შეკრებაზე ”სამტრედიას” 2:0 მოუგო.

თბილისელები შეკრებას 25 თებერვალს, “ორდაბასთანსპარინგით დაასრულებენ, რომელმაც გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.