საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბ“ ჯგუფში იტალიის, დანიის, ბოსნიის, ისრაელისა და მალტის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მანამდე ლევან ბაჯელიძის გუნდი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 14 და 17 ივნისს მატჩები 17:00 საათზე „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი (ორივე – ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე (ორივე – ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ ჯანიკაშვილი (კაპრერა, იტალია)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე (ორივე – ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (კატანია, იტალია), ირინა ხაბურზანია, თამრიკო სალუქვაძე (ორივე – ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (პაოკი, საბერძნეთი), (ლანჩხუთი), ანა კულდონაშვილი (კარპერა, იტალია)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (იზმირ ქონაკ ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (ედნისტ-პლისკი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ანა პოღოსიანი (ჩხოროწყუ).