„დინამო“ ნაკრების თავდამსხმელის დამატებას ცდილობს - ლევან მჭედლიძესთან მოლაპარაკება დასტურდება
თბილისის „დინამოს“ მეპატრონე რომან ფიფია მოლაპარაკებას ლევან მჭედლიძესთან აწარმოებს – საქართველოს პირველ არხს ეს ინფორმაცია კულუარულად თბილისურ კლუბში დაადასტურეს.
მჭედლიძე 15 წლის იყო, როდესაც იტალიაში წავიდა და „ემპოლის“ დუბლშემადგენლობაში ჩაირიცხა. მალე მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2008-2010 წლებში „პალერმოში“ გამოდიოდა, მაგრამ ისევ „ემპოლიში“ დაბრუნდა და 2019 წლამდე ამ გუნდში გამოდიოდა. მჭედლიძემ კლუბში მხოლოდ 150 მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა. ამავე მიზეზის ბრალია, რომ მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან მხოლოდ 32 შეხვედრაში (ორი გოლი) მიიღო მონაწილეობა.
29 წლის თავდამსხმელმა იტალიური კლუბი ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. თუმცა, გამოცემა „მედიაგოლი“ დარწმუნებულია, რომ მჭედლიძის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები ჯერ კიდევ ავლენენ და ქართველი თავდამსხმელის ახალ ტრანსფერს არ გამორიცხავს.