„დინამო“ დარასელიას თასის გამარჯვებულია [ვიდეო]

დარასელიას თასის მოსაპოვებლად ფინალში თბილისის „დინამო“ იტალიურ „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე გიორგი ჩხეტიანი ორ მეტოქეს ეფექტური მოძრაობებით გაცდა და ბურთი კარისკენ გაუშვა, სადაც ბურთს მიმართულება ჯადული იობაშვილმა შეუცვალა და იტალიელთა კარი აიღო – 1:0.

დინამოელები ამის შემდეგაც უტევდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, თბილისელებმა 1:0 მოიგეს და ვიტალი დარასელიას სახელობის თასს ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.

„დინამო“ 1:0 „ემპოლი“
გოლი: 1:0 იობაშვილი (23)
„დინამო“: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვლი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (გოგებაშვილი 70), გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (შიოლაშვილი 41), იობაშვილი, აბუაშვილი, კვერენჩხილაძე (ბაგრატიონი 75).

ტურნირზე ბრინჯაოს მედლები „ფეიენოორდმა“ მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ბოლო წამზე გატანილი პენალტით 2:1 მოუგო.

ფეიენოორდი 2:1 სფფ-ს აკადემია
გოლი: 1:0 ვან დერ ჰეიდენი (18), 1:1 გ. მამაგეიშვილი (63), 2:1 გროენი (70. პენ);
სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი პირტახია, რურუა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, ლაბაძე, ფუტკარაძე, სორდია (ღურწკაია 41), გოჩიაშვილი (ჭეიშვილი 41).

ტურნირის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ფეხბურთელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს:

საუკეთესო მეკარე – ლუკა ხარატიშვილი (სფფ- ს აკადემია);
საუკეთესო მცველი – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი);
საუკეთესო ნახევარმცველი – მატეო ბუკიონი (ემპოლი)  საუკეთესო თავდამსხმელი – სილვან შესი (ციურიხი);
ტურნირის ბომბარდირი მიგელ ფალე (ბრაგა, 7 გოლი);
საუკეთესო გოლი – დმიტრო პოლიშჩუკი (კიევის დინამო);
ტურნირის აღმოჩენა – მარსინო გონსაგა (ფეიენოორდი);
მაყურებლის სიმპათიის პრიზი – ამარი ბრაუნი (ვულვერჰემფთონი);
საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა გაგნიძე (დინამო).

ვერცხლის მედლები „ემპოლის“ დავით მუჯირმა გადასცა. ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი კი „დინამომ“ რომან ფიფიასა და ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარა.