„დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა - ბათუმელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს და ხუთივე გოლი თავად გაიტანეს
„დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში დაწინაურების რეალური შანსი გამოიყენა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში ბათუმელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს. თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი ვაკო თევდორაძემ გოლად აქცია – 1:0. 35-ე წუთზე კი, ლაშა ჩალაძემ, რომელმაც მანამდე პენალტი აიკიდა, საჯარიმოს სიახლოვიდან მოჭრილი დარტყმით თბილისელთა მეკარე ხოსე პერალესს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა 2:0.
თბილისელებმა შესვენების შემდეგ მდგომარეობა გამოასწორეს. კურიოზი იყო, რომ ორი გოლი ისევ ბათუმელებმა გაიტანეს და ანგარიში 2:2 გახდა. საქმე ისაა, რომ მათ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს – 75-ე წუთზე 17 წლის ირაკლი აზაროვის გადაცემის შემდეგ ბათუმელთა მცველმა გურამ ადამაძემ ბურთის მოგერიებას საკუთარ კარში ჩაჭრა 2:1. 86-ე წუთზე კი იგივე ნიკა ნინუას შესრულებული ჯარიმის შემდეგ ალეფ სანტოსმა გააკეთა და ანგარიში გათანაბრდა 2:2.
ბათუმელებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს – 90+3-ე წუთზე, მოედანზე ახლად შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა მახვილი კუთხიდან უძლიერესად გასროლით სტადიონზე შეკრებილ ხუთიათასამდე მაყურებელს უდიდესი სიხარული მიანიჭა და ბათუმელებმა 3:2 მოიგეს.
12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (24) ისევ გადაასწრო და პირველ პოზიციაზე დაწინაურდა, თბილისის „დინამო“ კი 20 ქულით ისევ მეოთხე ადგილზე დარჩა.