დინამო ატეიტის თასის ნახევარფინალშია
დინამო ატეიტის თასის ნახევარფინალშია

თბილისის „დინამოს“ 14-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი ლიეტუვაშია და ატეიტის თასის ნახევარფინალში გავიდა.

ვილნიუსში მიმდინარე ტურნირზე დინამოელებმა პირველ მატჩში ლატვიური „დაუგავპილსი“ საბა გეგიაძის გოლით 1:0 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაში თბილისელებმა ესტონურ „კალევს“ 3:1 ჯადული იობაშვილის ჰეთთრიქით სძლიეს, ბელარუსის „ნემანს“ კი – 3:0 (ჯადული იობაშვილი – 2, საბა გეგიაძე).

ჯგუფის დასკვნით დაპირისპირებაში გუნდი ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიას უგოლოდ 0:0 დაშორდა, B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელარუსულ „ბატეს“ ან ინგლისურ „მიდლსბროს“ ეთამაშება.