დინამო ატეიტის თასის გამარჯვებულია (ვიდეო)

თბილისის „დინამოს“ 14-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი ატეიტის თასის გამარჯვებულია.

ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში დასრულებული ტურნირის ნახევარფინალში თბილისელებმა ბორისოვოს „ბატე“ ლუკა ჯანაშიას და ანრი როსივერის გოლებით 2:0 დაამარცხეს. თასის მოსაპოვებლად თბილისელები ირლანდიურ „ჩერი ორჩარს“ დაუპირისპირდნენ, ისიც 2:0 დაამარცხეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

პირველი ტაიმის ბოლოს ლამის კუთხურის ხაზიდან ირლანდიელთა კარის აღება საბა გეგიაძემ მოახერხა, ხოლო მეორე ტაიმში კი მეტოქის კარი ჯადული იობაშვილმა აიღო და „დინამო“ ტურნირის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე თბილისელებმა ატეიტსი თასზე 6 მატჩ ჩაატარაეს, 11 გოლი გაიტამეს და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს.