დიმიტრიუს კაირიდისი - საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას
დიმიტრიუს კაირიდისი - საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას

ჩვენ საქართველოს ახლო მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიმიტრიუს კაირიდისმა აღნიშნა, კოლეგებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„ამ ორ ხალხს ისტორიული კავშირები აქვს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. საქართველოს დიდი წარმომადგენლობა გვყავს საბერძნეთში, ისევე როგორც ბერძნებს გვყავს დიასპორა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე გვჭირდება ამ შესაძლებლობის დანახვა წინ წასასვლელად ამ ისტორიულ მომენტში. ჩემს კოლეგებთან შეხვედრისას ძალიან ნაყოფიერი განხილვები გვქონდა და შევთანხმდით კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა დიმიტრიუს კაირიდისმა.