დიმიტრის კუველასი - საქართველოში გვყავს ბერძნული საზოგადოება, საბერძნეთში კი, დიდი ქართული დიასპორა, გვაქვს დამატებითი მიზეზი, რომ გვსურდეს საქართველოს ევროკავშირში მალე ხილვა
დიმიტრის კუველასი - საქართველოში გვყავს ბერძნული საზოგადოება, საბერძნეთში კი, დიდი ქართული დიასპორა, გვაქვს დამატებითი მიზეზი, რომ გვსურდეს საქართველოს ევროკავშირში მალე ხილვა

ევროპისთვის ისტორიულ მომენტში ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის, დემოკრატიის, სოციალური სოლიდარობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა და იმათ საპირისპირო მხარეს დგომა, ვისაც სუსტი ევროპის ხილვა სურს, – ამის შესახებ საქართველო-საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრის კუველასმა განაცხადა.

დიმიტრის კუველასმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. კუველას განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს პარლამენტი და პოლიტიკური პარტიები დაუღალავად მუშაობენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საქართველოს პარლამენტიდან კოლეგების ამ მნიშვნელოვან ვიზიტს. ევროპისთვის ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის, დემოკრატიის, სოციალური სოლიდარობისა და ეკონომიკური თამამშრომლობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა, ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა და იმათ საპირისპირო მხარეს დგომა, ვისაც სუსტი ევროპის ხილვა სურს.

ასე რომ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ინტერესის დანახვა და საქართველოს შემთხვევაში, პირველ კრიტერიუმზე სრული თანხვედრა გვაქვს, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანასა და ხალხს აქვს მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ვფიქრობ, განსაკუთრებული მომენტია საქართველოსთვის, ეცადოს, შეასრულოს კარგად ცნობილი რეკომენდაციების დარჩენილი კრიტერიუმები. როგორც ამ შეხვედრაზეც მოვისმინე, საქართველოს პარლამენტი და პოლიტიკური პარტიები დაუღალავად მუშაობენ ამ მიმართულებით. საბერძნეთის პოზიციიდან გეტყვით, რომ პატივს ვცემთ საქართველოს პოზიციას და გვაქვს კიდევ დამატებითი მიზეზი, რომ გვსურდეს, საქართველო ევროკავშირის წევრად შეძლებისდაგვარად მალე ვიხილოთ. იცით, რომ საქართველოში გვაყვს ბერძნული საზოგადოება და საბერძნეთში გვყავს დიდი ქართული დიასპორა, განსაკუთრებით, ათენსა და სალონიკში. ამ ხალხის ევროპული გრძნობები ჩვენთვის დამატებითი, კარგი მტკიცებულებაა. ასე რომ, ვისურვებდი, მალე ვიხილოთ სასურველი შედეგები“, – განაცხადა დიმიტრის კუველასმა.