დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება
დიმიტრი საძაგლიშვილი - ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გორის ჰოსპიტალში პროფესორმა, დავით ზურაბიშვილმა მოინახულა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გრძელდება მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი.

„ყველას გვესმის, ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულებები ვიხილეთ თავად მთავრობის მხრიდან დამონტაჟებულ მასალაში, სადაც წარმოგიდგენიათ, რამდენი ამოჭრეს და რა შეიძლება ყოფილიყო. ამ დამონტაჟებულ კადრებშიც დასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბუნებრივია, ამის შემდეგ რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი სრული რეაბილიტაცია იმის გათვალისწინებით, რომ არ ეძლევა თავისუფლებაზე მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა ადვოკატმა.