დიმიტრი ქუმსიშვილი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 800 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა 
დიმიტრი ქუმსიშვილი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 800 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა 

ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთ დაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მყარი სამართლებრივი საფუძველია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის. ველოდებით, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა. ის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს , როგორიცაა არა დისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მე-7 იყო. პირველი ინვესტიცია საამიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.