დიმიტრი პესკოვმა აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა
დიმიტრი პესკოვმა აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აზოვსტალის მცველების სამშობლოში დაბრუნების გამო უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პესკოვის თქმით, აზოვსტალიდან მეთაურების დაბრუნება უკრაინაში არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა, ხოლო ეს პირობები დაარღვია როგორც თურქულმა მხარემ, ასევე კიევმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, აზოვსტალის მცველების უკრაინაში გადაყვანის შესახებ რუსეთს არავინ შეატყობინა და ტყვეების გადაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნას უკავშირდება.

„ნატო-ს სამიტის წინ თურქეთზე თითქოს ზეწოლა განხორციელდა და რუსეთის ფედერაციას ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ ხელშეკრულების დარღვევა არავის შეშვენის“, – აცხადებს პესკოვი.

შეთანხმებების პირობების თანახმად, აზოვსტალის მცველები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ.