დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ლიეტუვაში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს

18:48, 06.10.2026

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ლიეტუვაში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

მისი თქმით, ლიეტუვაში ნატო-ს სამხედრო ბაზის განთავსება არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

„ამ მოვლენებიდან ევროპის კონტინენტზე სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ხელს არცერთი არ შეუწყობს. პირიქით, სამწუხაროდ, ისინი დაძაბულობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევენ. რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, მოსკოვი იძულებული იქნება, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვის სეიმმა პირველი მოსმენით ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა. 106-მა დეპუტატმა, 18-ის წინააღმდეგ, ხმა მისცა კონსტიტუციაში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ამიერიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება აკრძალული აღარ იქნება.

მსგავსი