დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს
დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს.

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიაღებულია რუსეთის მიერ 2014 წლის საზღვრების ფარგლებში, რაც შეეხება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, ამის დაზუსტება მჭირდება. დღეს ყველაფერს დავაზუსტებთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.

შეგახსენებთ, დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტ ლიდერებთან ხელს მოაწერს ე.წ. შეთანხმებებს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

„ხელი მოეწერება ოთხ შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების მიღების შესახებ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.