დიმიტრი პესკოვი – უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი როგორც კიევისთვის, ისე ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის და ის საკმაოდ თანმიმდევრულია
რუსეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი როგორც კიევისთვის, ისე ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააჟღერა, უცვლელი რჩება.
„ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი კიევის რეჟიმისთვის, კარგად არის ცნობილი ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის და ის საკმაოდ თანმიმდევრულია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, ფრონტზე არსებული დინამიკა რუსეთს აძლევს რწმენას, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიიღწევა.
„ეს დინამიკა უდავოდ ძალიან მრავლის მთქმელია. რა თქმა უნდა, ის გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენი მიზნები მიღწეული იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.