დიმიტრი პესკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი ამერიკისთვის ცნობილია, ვმუშაობთ ვაშინგტონთან არსებული არხებით კონტაქტების გაგრძელებაზე
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი ამერიკისთვის ცნობილია, ვმუშაობთ ვაშინგტონთან არსებული არხებით კონტაქტების გაგრძელებაზე

მოსკოვი უახლოეს მომავალში ვაშინგტონთან არსებული არხებით კონტაქტებს გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს ის ნატო-ში ვაშინგტონის მუდმივი წარმომადგენლის, მეთიუ უიტაკერის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებების დროს შეერთებული შტატები ცდილობს, გაიგოს, რამდენად არის რუსეთი მზად უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი შეერთებული შტატებისთვის კარგად არის ცნობილი.

„ამჟამად ვმუშაობთ ჩვენი სამომავლო პოზიციის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და უახლოეს მომავალში კონტაქტების გაგრძელებაზე არსებული არხებით, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.