დიმიტრი პესკოვი – უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეული იქნება

17:13, 10.12.2024

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როდესაც პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეული იქნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ან შესაბამისი მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესები არ მიმდინარეობს, რადგან კიევი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

მსგავსი