დიმიტრი პესკოვი - თურქეთისგან მიღწეული ზავის შესახებ ინფორმაციას ველოდებით
დიმიტრი პესკოვი - თურქეთისგან მიღწეული ზავის შესახებ ინფორმაციას ველოდებით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი თურქეთისგან ზავის შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდება.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას რუსეთში აპირებს ჩასვლას, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

შეგახსენებთ, სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რუსი და სირიელი სამხედროები შევიდნენ, რომლებიც ადგილზე პატრულირებენ.