დიმიტრი პესკოვი – ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც სირიის არმიის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს ახორციელებენ, უნდა განეიტრალდნენ

15:43, 21.02.2020

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხეზე, მოსკოვს ცუდ სცენარებზე საუბარი არ სურს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, იდლიბის რეგიონში ვითარება შეშფოთებას იწვევს.

„სირიელი სამხედროები, რომლებიც იდლიბში იმყოფებიან ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას აწარმოებენ. ეს ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც სირიის არმიის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს ახორციელებენ, უნდა განეიტრალდნენ“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

იდლიბის რეგიონში რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის არმია, რადიკალური ჯგუფების და თურქეთის მოკავშირე ამბოხებული ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებს. დეესკალაციის ზონის გასაძლიერებლად, თურქეთს სირიის საზღვრისკენ ჯარები გადაჰყავს.

მსგავსი