დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება, რათა უკრაინაში არ იყვნენ ნატო-ს ძალები
სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება იმისთვის, რომ უკრაინაში არ იყვნენ ნატო-ს ძალები, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება რუსეთისთვის სრულად მიუღებელია.
„ფაქტობრივად, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარები არ იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.