დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები პირდაპირი კონფრონტაციის დონეზეა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები პირდაპირი კონფრონტაციის დონეზეა

რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები პირდაპირი კონფრონტაციის დონეზეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ფაქტობრივად, ეს ურთიერთობები ახლა პირდაპირი კონფრონტაციის დონემდე დავიდა. ნამდვილად, ნატო-ს ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე ჩართულია კონფლიქტში უკრაინის გარშემო. ნატო განაგრძობს ჩვენი საზღვრების მიმართულებით სვლას, თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ნატო ევროპულ კონტინენტზე დესტაბილიზაციური ფაქტორია, რომელიც ხელს არ უწყობს უსაფრთხოებას.