დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების სურვილი აქვთ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების სურვილი აქვთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და აშშ-ს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების სურვილი აქვთ.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, მხარეებს კიდევ ბევრი ტექნიკური საკითხის გადაჭრა მოუწევთ.

„როგორც ჩანს, საუბარია მშვიდობიანი მოგვარების გზით სვლის სურვილსა და მზადყოფნაზე. აქ მართლაც არის საერთო გაგება. ტექნიკური საკითხების გარკვეულ ნაწილზე დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერ-რიადში ჩვენსა და ამერიკულ დელეგაციას შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი სხვადასხვა ასპექტის დამუშავებაა საჭირო, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის მოგვარებასთან“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, „დღეს დღის წესრიგშია შავი ზღვის ინიციატივის საკითხი და ამ ინიციატივის განახლებასთან დაკავშირებული ყველა თემა“.

„ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამაზე თანხმობა განაცხადა. სწორედ ასეთი მანდატით გაემგზავრა ჩვენი დელეგაცია ერ-რიადში“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.