დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა იცის აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მოსკოვი ბაქოს პოზიციას არ ეთანხმება
რუსეთმა იცის აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მოსკოვი ბაქოს პოზიციას არ ეთანხმება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თავიდანვე პრეზიდენტმა ალიევმა ეს პოზიცია დაიკავა, თავიდანვე ჩვენ არ ვეთანხმებოდით მას“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მხრიდან უკრაინის შესახებ განცხადებასა და უკრაინული მხარისგან საჩუქრების მიღებას ეხებოდა.
20 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტისგან უკრაინის შეიარაღებული ძალების შევრონები მიიღო და უკრაინას მოუწოდა, არასდროს შეეგუოს ოკუპაციას.