დიმიტრი პესკოვი – რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უწესებს შეზღუდვებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე

15:26, 26.10.2026

რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უწესებს შეზღუდვებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მიერ ვორონეჟის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი და უკრაინა კვლავ განაგრძობენ ერთმანეთზე დარტყმების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში აბუ დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართება.

„სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და კვლავ ახორციელებენ მასშტაბურ და სისტემატურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, ასევე სამხედრო და სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებულ ობიექტებზე. კიევის რეჟიმიც, თავის მხრივ, კვლავ აგრძელებს შესაბამის მოქმედებებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი