დიმიტრი პესკოვი – რუსეთი ჩეხეთისა და ბულგარეთის უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხოდ არ დატოვებს

15:10, 29.04.2021

რუსეთი ჩეხეთისა და ბულგარეთის მხრიდან უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს უპასუხოდ არ დატოვებს, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

„რუსეთს აქვს და ექნება რეაგირება. რუსეთის მისამართით ამგვარი აბსოლუტურად მიუღებელი პროვოკაციული ნაბიჯები და აბსოლუტურად მიუღებელი, უსაფუძვლო, მტკიცებულებების არმქონე ბრალდებები რეაქციის გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რა საპასუხო ზომების მიღებას აპირებს რუსეთი.

შეგახსენებთ, 28 აპრილს ბულგარეთის მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2011-2020 წლებში იარაღის საწყობებსა და საწარმოში მომხდარ ოთხ აფეთქებასთან კავშირში რუსეთის ექვსი მოქალაქეა ეჭვმიტანილი. ამასთან, მანამდე ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სეპცსამსახურები 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაში დაადანაშაულა.

მსგავსი