დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

19:52, 21.09.2026

რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს.

„ჩვენ ევროპის არცერთ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ისეთი დავა, რომელიც სერიოზული უთანხმოების მიზეზი შეიძლება, გახდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს და რუსეთი არავის ემუქრება, არავის აშანტაჟებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული შეტევებისთვის ემზადება. მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ელისეის სასახლეში დაიბარა და რუსეთის შესაძლო შეტევების შესახებ გააფრთხილა.

მსგავსი