პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საგანმანათლებლო მარათონზე სიტყვით გამოსვლისას.
„დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი“, – განაცხადა პესკოვმა.