დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტი აბსოლუტურად ღიაა პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტისთვის, ამიტომ, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი საუბარი საკმაოდ ოპერატიულად დაორგანიზდება
პრეზიდენტი აბსოლუტურად ღიაა პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტისთვის, ამიტომ, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი საუბარი საკმაოდ ოპერატიულად დაორგანიზდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი, პირველ რიგში, ურთიერთობების აღდგენაზე განაგრძობენ მუშაობას, რომელსაც წინა ადმინისტრაციის დროს უდიდესი ზიანი მიადგა.
„ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე იდეის რეალიზაციაზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის პრობლემის დარეგულირებასთან. მიმდინარეობს მუშაობა, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტიკა, რისი შეტყობინებაც თქვენთვის შეგვეძლება, არ არის. საკითხის არსის სირთულიდან გამომდინარე, ეს არის დროში გაჭიანურებული პროცესი“, – განაცხადა პესკოვმა.