დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრანგეთს შეუძლია, არც კი შეწუხდეს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე პუტინის მიწვევით
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრანგეთს შეუძლია, არც კი შეწუხდეს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე პუტინის მიწვევით

საფრანგეთში ადასტურებენ, რომ ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთიცაა მიწვეული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს.

როგორც ღონისძიების ორგანზიატორმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა, ღონისძიებაზე მიწვეულია რუსეთის დელეგაცია და არა – პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„კრემლისგან განსხვავებით, საფრანგეთი არ ატარებს ისტორიული რევიზიონიზმის პოლიტიკას, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, პუტინი არ იქნება მოწვეული“, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე პუტინის მიწვევაზე რუსეთისთვის ოფიციალური უარი არავის განუცხადებია.

პესკოვის თქმით, საფრანგეთს შეუძლია, არც კი შეწუხდეს პუტინის მიწვევით.

„მსგავს შემთხვევაში, შეუძლიათ არც კი შეწუხდნენ. მთავარი დღესასწაული არის 9 მაისი – გამარჯვების დღე მოსკოვში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევას გეგმავს.