დიმიტრი პესკოვი - ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი
ნატო-მ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და აჩვენებს, რომ მისი არსი არის აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტი. ამგვარად გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას ალიანსის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.
„ახლა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოიხსნა ყველა ნიღაბი და ყველანაირად ავლენს თავს, როგორც აგრესიისა და კონფრონტაციის ინსტრუმენტის არსს“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ „ჩეთემ ჰაუსში“ დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალური მდივანი ალიანსის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების 400%-ით გაზრდის საჭიროების შესახებ განაცხადებს.