დიმიტრი პესკოვი - მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო
დიმიტრი პესკოვი - მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინი დღეს გამართავს დიდ შეხვედრას მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

როგორც მედია წერს, პესკოვს კომენტარი არ გაუკეთებია, რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენების მონაწილეთა წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, მედიის ცნობით, დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იდენტიფიცირებულია არეულობაში მონაწილე 150 პირი, რომელთაგან 60 დაკავებულია.