დიმიტრი პესკოვი - ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთა, შესაბამისად, მისი აზრის გათვალისწინება ნაკლებად შეიძლება
დიმიტრი პესკოვი - ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთა, შესაბამისად, მისი აზრის გათვალისწინება ნაკლებად შეიძლება

ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ფრიდრიხ მერცის სიტყვები გასათვალისწინებელი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ჟენევა, შესაძლოა, უკრაინისთვის მოლაპარაკებების პლატფორმად იქცეს.

„მერცმა ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ, შესაბამისად, მისი აზრის გათვალისწინება ნაკლებად შეიძლება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ფრიდრიხ მერცმა ვლადიმერ პუტინს „ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ომის დამნაშავეებთან შეღავათების გაწევა არ შეიძლება“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულებაზე გაკეთებული ტრამპის განცხადებითაც უკმაყოფილოა.