დიმიტრი პესკოვი – ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა

14:34, 20.03.2025

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპა მხარს არ უჭერს რუსეთისა და აშშ-ის მცდელობებს, უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

„ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში სამიტზე იკრიბებიან.

 

მსგავსი