დიმიტრი პესკოვი – ესტონეთის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, აგვისტოში თავდაცვის საწარმოზე ცეცხლის წაკიდების უკან რუსეთი დგას, მცდარია
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ესტონეთის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, აგვისტოში თავდაცვის საწარმოზე ცეცხლის წაკიდების უკან რუსეთი დგას, მცდარია.
მისი თქმით, ესტონეთის განცხადება რეალობას არ შეესაბამება და მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ.
„მსგავს განცხადებებს საფუძველი არ გააჩნია, ისინი დაუფიქრებელია, რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ყოველგვარ ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებულია. შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია და არც ვაპირებთ, ასეთ განცხადებებს სერიოზულად მოვეკიდოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ესტონეთში განაცხადეს, რომ თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ში აგვისტოში გაჩენილი ხანძარი განზრახ ცეცხლის წაკიდებით იყო გამოწვეული და თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელდა. Milrem Robotics უკრაინისთვის უპილოტო სახმელეთო მანქანების მიმწოდებელია.