დიმიტრი პესკოვი - ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობაზე და არა ცეცხლის შეწყვეტაზე, პრიორიტეტია ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც მიიღწევა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით
დიმიტრი პესკოვი - ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობაზე და არა ცეცხლის შეწყვეტაზე, პრიორიტეტია ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც მიიღწევა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მუშაობს მშვიდობაზე და არა ცეცხლის შეწყვეტაზე.

ასე გამოეხმაურა დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდეტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით.

„ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობაზე და არა ცეცხლის შეწყვეტაზე. აბსოლუტური პრიორიტეტია მდგრადი, გარანტირებული, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც მიიღწევა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.