დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე, არ გაგვიზვიადებია აშშ-ის შესაძლებლობა, გადაჭრას რთული პრობლემა, ამავე დროს, მივესალმებით მათ მზაობას, განაგრძონ დახმარება მოლაპარაკებებში
დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე, არ გაგვიზვიადებია აშშ-ის შესაძლებლობა, გადაჭრას რთული პრობლემა, ამავე დროს, მივესალმებით მათ მზაობას, განაგრძონ დახმარება მოლაპარაკებებში

რუსეთი აშშ-ის შუამავლობის შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალით არასდროს უყურებდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე და არასოდეს გაგვიზვიადებია ვაშინგტონის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას რაიმე რთული პრობლემა. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევს, ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. ამასთანავე, ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის მზაობას, განაგრძოს კეთილი სამსახურის გაწევა და დახმარება უკრაინის გარშემო მოლაპარაკებების მოგვარებაში“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს.