დიმიტრი პესკოვი - ჩქარობენ ვარდისფერი სათვალის გაკეთებას, ამბობენ, რომ ამერიკელები შეწყვეტენ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის და ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ამის გარეშეც ყველაფერი გამოგვივა
დიმიტრი პესკოვი - ჩქარობენ ვარდისფერი სათვალის გაკეთებას, ამბობენ, რომ ამერიკელები შეწყვეტენ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის და ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ამის გარეშეც ყველაფერი გამოგვივა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მოუწოდებს ყველას, არ იჩქარონ ვარდისფერი სათვალის გაკეთება აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად უნდა იყოს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„ბევრი ჩქარობს ვარდისფერი სათვალეების გაკეთებას და ამბობენ, რომ ახლა ამერიკელები შეწყვეტენ იარაღის მიწოდებას ან უკვე შეწყვიტეს, ახლა მასკი გათიშავს თავის საკომუნიკაციო სისტემებს და ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ამის გარეშეც ყველაფერი გამოგვივა“, – ამბობს პესკოვი.

პესკოვმა აღნიშნა, რომ დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი უკრაინას კვლავ ბევრი იარაღი დარჩება.