დიმიტრი პესკოვი - ბაქოში რუსი ჟურნალისტების დაკავება არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას
დიმიტრი პესკოვი - ბაქოში რუსი ჟურნალისტების დაკავება არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას

ბაქოში რუსი ჟურნალისტების დაკავება აბსოლუტურად არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ კონკრეტულად ჟურნალისტებზე ვსაუბრობთ და მათ წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

აზერბაიჯანში რუსული სააგენტოს ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აიტეკინ გუსეინოვა რუსული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისის გარეთ იღებდა ვიდეოს, სადაც ორშაბათს პოლიციამ რეიდი ჩაატარა. რეიდის დროს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა „სპუტნიკის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.