დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი და ქვეყანა განსაზღვრული არ არის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მართლაც, გაჟღერდა გარკვეული წინადადებები, თარიღს ჯერ ვერ დავადასტურებ. თარიღები ჯერ არ არის. ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ზაფხულის თვეებზე. მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ჯერ კიდევ არ არის გაანალიზებული, რომ მიღწეულ იქნას საბოლოო შეთანხმებები. ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ დასახელებულა, სადაც შეხვედრა შეიძლება, ჩატარდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლში ამბობენ, რომ პრეზიდენტების სატელეფონი საუბრის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვედრა შესაძლოა, ივნისში, ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის დროს გაიმართოს.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 13 აპრილს გაიმართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკულ-რუსული სამიტის მესამე ქვეყანაში გამართვის იდეა გააჟღერა.