დიმიტრი პესკოვი - არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამერიკული მედია რეალობის შეგრძნებას კარგავს
დიმიტრი პესკოვი - არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამერიკული მედია რეალობის შეგრძნებას კარგავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამერიკული მედია სულ უფრო ხშირად კარგავს რეალობის შეგრძნებას. ეს განცხადება დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

რეპორტიორმა პუტინის პრესმდივანს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „დონალდ ტრამპი მოსკოვთან ვალშია, რადგან ის რუსეთის ფულს ათეთრებდა“.

„საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრი ამერიკული მედიასაშუალება თავის ანტიტრამპისტული და პროტრამპისტული საქმიანობის ფარგლებში, კარგავს რეალობის შეგრძნებას“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე ამერიკული ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში ამერიკელმა მარკეტინგის სპეციალისტმა, დონალდ ჯეი დეიჩმა განაცხადა, რომ „ტრამპს მოსკოვის ვალი აქვს, რადგან რუსეთის ფულს ათეთრებდა“. მისივე თქმით, „ამის შესახებ ყველა ამერიკელმა ბანკირმა იცის“.