დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი გვავალდებულებს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის
დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი გვავალდებულებს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის

ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. როდესაც გყავთ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი, არაპროგნოზირებადი მოსაუბრე, ყოველთვის ხართ მობილიზებულ მდგომარეობაში“, -აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, ვაშინგტონის მტრული გამოვლინებების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-სთან კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრეა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვა გაცილებით ბევრია, ვიდრე თავად ამ ურთიერთობების მოცულობა.